ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება „მოძალადე და მკვლელია“.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობიხიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.
„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძე აგებს პასუხს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
ამასთან, სასტუმრო „ჰილტონთან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალი ადგილზე უწევს დახმარებას.