ოზურგეთელი მძლეოსნების შვიდი მედალი

19-20 თებერვალს იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლემ და ახალი დიღმის კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო სტადიონმა ( არენამ) საქართველოს ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა.
 ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სომეხი და რუსი მძლეოსნებიც იღებდნენ მონაწილეობას.
შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში შინ ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო წამოიღეს.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო საქართველოს ნაკრების წევრმა სოფიკო შათირიშვილმა მოიპოვა. ( ბირთვის კვრა 4 კგ და ბადროს ტყორცნა)
( მწვრთნელები : დ. მანთიძე,
მ. კოტრიკაძე)
 ასპარეზობაზე ორი ვერცხლის მფლობელი გოგა ჭიხვარია გახდა. ( 7კგ უროსა და 2კგ ბადროს ტყორცნაში )
( მწვრთნელები : გ. ბედოშვილი, მ. კოტრიკაძე)
ასევე მეორე ადგილზე გავიდა ქეთევან მამალაძე . მან 1კგ ბადროს ტყორცნაში აიღო ვერცხლის მედალი
( მწვრთნელები დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე)
 შინ ვერცხლის მედალი ლუკა ჯაფარიძემაც წამოიღო. ლუკა შუბის ტყორცნაში გახდა მეორე ადგილის მფლობელი.
( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე)
მიშიკო მახარაძე კი მესამე ადგილსა და ბრინჯაოს დასჯერდა. ჯაფარიძემ სამხტომში იასპარეზა.
( მწვრთნელი მ . კოტრიკაძე)
 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთელი სოფიკო შათირიშვილი 5 მარტს ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონატზე იასპარეზებს. ხოლო 15 მარტს ევროპის თასზე – ტყორცნებში, პორტუგალიაში გაემგზავრება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან დავით მანთიძესთან ერთად.
 ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ჩვენი გაერთიანების სახელით სოფიკოს, საპასუხისმგებლო შეჯიბრებებზე წარმატებებს ვუსურვებთ!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share