”მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინის კრიზისისკენაა მიმართული, მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის მიჯნაზე დგას, როდესაც უკრაინაში ომის საფრთხე დღითიდღე რეალური ხდება და მიუხცედავად მსოფლიო ლიდერების და რაც მთავარია, უკრაინის პრეზიდენტის ძალისხმევისა, საფრთხე არ იკლებს, საქართველოს ხელისუფლება კი ამაყად დუმს, არაფერს იმჩნევს, ვერც ერთ შესაძლებლობას ვერ იყენებს, კორუფციაში ეფლობა, ხალხს აღარიბებს. თავად “ქართული ოცნების” წევრები და მათთან დაახლოებული პირები კი უფრო და უფრო მდიდრდებიან. იტაცებენ სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას, არავის არაფრად აგდებენ, უკანონობას აკანონებენ და ამ ყველაფერზე მედია და ოპოზიცია თუ მიანიშნებთ, ნირსაც არ იტეხენ .”
ამის შესახებ ეკა მიშველაძემ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში”, საკუთარ მონოლოგში განაცხადა.