“იცით ამ გაუთავებელ მოლაპარაკებებში ყველაზე ტრაგიკული რა არის” ?

ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა ოპოზიციასა და “ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელსაც ფასილიტატორობას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უწევენ, ქართველი ამომრჩევლებისთვის ტრაგიკულ იწილო ბიწილოდ აფასებს: “იცით ამ გაუთავებელ რაუნდებში, იწილო-ბიწილოში და ა.შ განსაკუთრებით ტრაგიკულად რა გამოიყურება?სინამდვილეში ამ პოლიტიკურ გროტესკს, გაფაციცებით და იმედის თვალით შეჰყურებს ათიათასობით ის ამომრჩეველი ვინც ხვალ რომ გათენდება შვილებს რა აჭამონ არ იციან… 31 ოქტომბერს იმედით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, მივიდნენ და ოპოზიცია მოხაზეს, ისე რომ ბიძინას “წითელი თუმნიანებისკენ” თვალი ერთხელაც არ გაქცევიათ და რა, სანაცვლოდ რას ხედავენ”….?!-წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share