ქვეყანაში ყოველი მეშვიდე ადამიანი შიმშილობს

ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი არსებობისთვის იბრძვის. ოფიციალურმა სტატისტიკამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მყოფებს ეხმარებოდეს და კონკრეტულ პროექტებზე მუშაობდეს, მათ პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს და წინასაარჩევნოდ ათიათასობით დახმარების მიმღებს, არჩევნების შემდეგ ისევ, შეჭირვებულთა ერთიანი ბაზის მიღმა ტოვებს: საქართველოში ყოველი მეშვიდე ადამიანი შიმშილობს, რომელიც  სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნა.  გვეუბნება, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან  დღემდე საარსებო შემწეობას ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი იღებს, რაც ბოლო ორ წელიწადში რეკორდული მაჩვენებელია. სტატისტიკის მიხედვით, შემწეობას ხელისუფლება, ყველაზე მეტ ოჯახს არჩევნების პერიოდში აძლევს. არჩევნების დასრულების შემდეგ კი, მათი რაოდენობა კვლავ მცირდება. მაგალითად 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბენეფიციართა რაოდენობა 467 ათასზე მეტი იყო, ზუსტად ერთ თვეში კი, ის 30 ათასით  შემცირდა.

„მშიერი ადამინებით თამაში“, ასე უყურებს ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან, შემწეობის გაცემის პოლიტიკას. მათივე თქმით, ივანიშვილის გუნდი, ყველა არჩევნებზე ხმების მობილიზებას, სწორედ ღატაკი ხალხისგან ცდილობს. საარსებო შემწეობას საშუალო ბენეფიციარისთვის თვეში 56 ლარი და 50 თეთრია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რეალური სურათი, კიდე უფრო მძიმეა  და  უფრო მეტია, იმ ადამიანების რაოდენობა ვისაც შემწეობა უნდა, მაგრამ ვერ იღებს. ნახევარი მილიონი ადამიანი ბენეფიციარია. თითქმის, მილიონი ადამიანი კი, მიზერულ დახმარებასაც ვერ იღებს. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში უკიდურესი სიღარიბის ფენომენი, უფრო ფართოდ სასოფლო ტიპის დასახლებაში არის გავრცელებული, სადაც სოციალური დახმარების ბენეფიციართა 57 ათასი ცხოვორობს.

ბენეფიციარებთან არჩევნები არაფერ შუაშია და მათი რიცხვი, მხოლოდ, იმიტომ იზრდება, რომ ქვეყანაში პანდემიაა-ასეთია „ქართული ოცნები“-ს ლიდერების პასუხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share