გლუტათიონი-ერთ-ერთი დიდი მიზეზი კიბოს დამართების გზაზე…ერთ-ერთი დიდი მიზეზი იმუნიტეტის დამსხვრევის-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ერთ-ერთი დიდი მიზეზი კიბოს დამართების გზაზე
ერთ-ერთი დიდი მიზეზი , დღეს რომ უამრავ ადამიანს ღვიძლის ლატენტური უკმარისობა აქვს და ამის გამო ქრონიკული დაავადებები ემართებათ
ერთ-ერთი დიდი მიზეზი იმუნიტეტის დამსხვრევის
ერთ-ერთი დიდი მიზეზი სიცოცხლის ხანგრძლივობის ძლიერ შემოკლების.
გლუტათიონი
ამის დაწერის იდეა სამწუხარო მონაწერმა მაიძულა. მწერს საფრანგეთიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ——————————8წლის წინ, ყრუდ ვგრძნობდი, რომ ხანდახან მუცელში რაღაც მაწუხებდა. გამოკვლევებმა და დასკვნებმა სრულიად ჯანმრთელი აჩვენა. შემდეგ, დედის თხოვნით, დედასთან ერთად მოვედი და შენ გაგესინჯე. მითხარი——ღვიძლი განადგურების გზაზეა. დანიშნულება მომეცი. არ შევასრულე. ერთი წლის შემდეგ დაკრძალვაში შემხვდი. როცა გაიგე, რომ არაფერი არ მიმკურნალია, მთხოვე———–გლუტათიონის ცვლა გაქვს ბოლომდე მოშლილი . ეს მაინც აღმადგენინე, რომ კიბოსგან ან ციროზისგან გიხსნაო. არც მაშინ დაგიჯერე. ახლა ციროზის მძიმე ფორმით ვმკურნალობ. თუ ახლა გადავრჩი და ჩამოვაღწიე, ჩემი გზა ისევ შენსკენ მოდის. განსაკუთრებულო, ყველასთვის გულით მზრუნველო ადამიანო. საოცრება ხარ. ბევრი გამოკვლევის შემდეგ დამიდგინდა , ის რასაც მეუბნებოდი და მახსოვდა ეს სიტყვა—–. -გლუტათიონი. ამიხსნეს, ჩემი დაავადების მთავარი მიზეზი, ბევრი თხოვნის შემდეგ—–გლუტათიონის მეტაბოლური მოშლა. მაპატიე რომ არ დაგიჯერე.
ყველასთვის გასაგებად მიმოვიხილავ მოკლედ . რადგან ურთულესი გრაფიკული ფორმულები და გარდასახვის ბიოქიმიური გრძელი რეაქციები აქვს. ჯანმრთელობის რეალური პროფილაქტიკა რომ იყოს ქვეყანაში, მასზე განაგონი მაინც უნდა ჰქონდეს ხალხს ცე ვიტამინის მსგავსად. მაგრამ ,ასე არ არის და არავინ იცნობს. რეკომენდაციებში ხშირად ვახსენებ მოკლედ და ვიმეორებ მის მნიშვნელობაზე. ძალიან ბევრი დაავადება ,პირდაპირ დაკავშირებულია-გლუტათიონის მეტაბოლიზმის მოშლასთან. რადგან ,ამ დროს, მისი სპეციფიკური ფერმენტები ან დეგრადირდება ან ქრება. მისი სამყოფელი , ძირითადად მიტოქონდრიაშია. მიტოქონდრიის სიმყარე,რომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნების მთავარი გარანტია, ეს სკოლის ბიოლოგიიდანაც იცით. გლუტათიონი ანუ L—–Y ——-გლუტამილ-L—–CISTEINEL GLICIN, შედგება ამინომჟავების სამი ნაშთისგან——ელ გლუტამატი, ელ ცისტეინი და გლიცინი. ადამიანმა, რომელიც მკურნალობს ჩემთან და თავად სპეციალისტია, მეკამათა—–ცილებს რაღას დაეძებ მე ცილები ნორმაში მაქვსო და მაჩვენა ალბუმინების და გლობულინების ანალიზი. სამწუხაროდ, ამ რამდენიმე ცილის გარდა ათასზე მეტი ცილა ვიცით და ამ გამოუცნობ და ბოლომდე შეუსწავლელ სამყაროში, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ცილაა. ნებიმიერი დაავადება ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ ———-ეს არის ცილის დაშლა.მაგალითად, არაექიმიც გაიაზრებს, რომ პრიმიტიულობაა კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე მკურნალობა, მხოლოდ ომეპრაზოლების ჯგუფით. რომლებიც მჟავა-ტუტოვან წონასწორობას ფიზიოლოგიურად კი არ აწესრიგებენ, არამედ ზეწოლით ეჭიდავებიან. ნაწლავის კუნთის ქსოვილებს ,თუ არ განიხილავ და მის ცილოვან შემადგენლობას, ორგანოს ქსოვილის და შესაბამისად ,ამ დაავადებების გაჯანსაღება ვერ მოხდება. მწვავე რესპირაციული დაავადების ანუ გაციების დროსაც ცილის დაშლა ხდება. გლუტათიონი ცილაა. მისი ცვლის მოშლა, ყველაზე მეტად აზიანებს ღვიძლს. არა მარტო ღვიძლს, მაგალითად, გულის დაავადებების დაწყებასა და დამძიმებაში,დიდი უარყოფითი როლი აქვს ამ ცვლის დარღვევას. ასევე პანკრეასის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებების დროს .გლუტათიონს უამრავი როლი აქვს ორგანიზმში ———-პროტეინების წარმოქმნა, დეენემის წინა სტადიების და მისი ელემენტების შექმნა და კიდევ უამრავი ფუნქცია. ყველაზე მთავარი ფუნქცია, რომელიც სასიცოცხლოა ადამიანისათვის და რომელსაც ამ ნივთიერებასავით ვერავინ ვერ ახორციელებს——————ესაა ორგანიზმის დაცვა რეაქტიული ჟანგბადის ტიპებისგან და თავისუფალი——-კიბოს რადიკალებისგან. ყველაზე ძლიერი და მკვეთრი შემკავებელი ,ორგანიზმისკენ მიმართული კიბოს რადიკალების -ეს ნივთიერებაა. ის ცილის დაკეცვის სასწაულებრივ რეაქციაში მთავარ როლს ასრულებს. შლის წყალბადის ზეჟანგს და უჯრედს ამით დაშლისგან გადაარჩენს. რაც მთავარია, ის იბრძვის—————————– ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმი ,რომ ადამიანს არ მოერგოს ბოლომდე .ყველა ,კიბოთ დაავადებულს, ყველა, ქრონიკული დაავადებით დაავადებულს, ყველა, ჯანმრთელობით პრობლემურ ადამიანს, ქსენობიოტიკების ფსიქო-ფიზიოლოგიური, პათოლოგიური მექანიზმი მორგებული აქვს. არა მარტო დაავადებულებს, არამედ იმათაც ვისაც ჯერ არ გამოვლინებიათ პათოლოგიები და ამ გარემოში ცხოვრობენ. ასეთ პირობებში ადამიანის ორგანიზმი , სიკვდილ-სიცოცხლის ბიოლოგიურ ზღვარზე ცხოვრობს. ქსენობიოტიკების ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური რკალიდან გამოღწევის მცდელობა, ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის. ეს ბრძოლაა , ადამიანის, სამყაროში უფრო მეტ ხანს დასამაგრებლად. ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმი ———-ეს არის , რაც თანამედროვე სამყაროში ყველაზე მავნეა. მათი იმუნობიოლოგიურ დონეზე ადამიანის ფიზიოლოგიაში დამკვირება ,ადამიანის ორგანიზმის გაწირვაა სიცოცხლის შესაწყვეტად. ეს მავნეობებია——–უხარისხო საკვები, არამიზანმიმართულად დანიშნული მედიკამენტები,უკონტროლო ჯანდაცვა; ნარკოტიკები, გამონაბოლქვები,მძიმე მეტალების ზემოქმედება და ის ყველა, მილიონობით შხამი, რაც ადამიანზე ზემოქმედებს უკონტროლო გარემოს ფონზე დღის განმავლობაში. როცა ამის მკაცრი კონტროლი ვერ ხდება ჯანდაცვის და სხვა სისტემებიდან, ადამიანების სიცოცხლე დროებითი და განწირულია. ახლა,ჩვენი იმუნიტეტები, ხანგრძლივი სიცოცხლის შესაქმნელად კი არ მწიფდება. არამედ, იხარჯება ქსენობიოტიკურ გარემოსთან გამკვლავებაში. მისი მკვლელი ელემენტების მოგერიებაში, მათთან შეგუებაში.რომ ამ შხამიან სივრცეში გვაცადოს და ცოტა ხანს მაინც გვაცოცხლოს. გლუტათიონი ყველაზე ძლევამოსილი ანტიოქსიდანტია.ის არის, ყველაზე მეტი მებრძოლი ქსენობიოტიკური ბომბების ასაცილებლად ორგანიზმში. როცა მისი ფუნქცია შესუსტებულია, ყველაზე მეტად მაშინ კარგავს ღვიძლი ფილტრის ფუნქციას. სწორედ ამ ფონზეა———-ვიტილიგო, ფსორიაზი, ეგზემა და ნებისმიერი ტიპის ალერგია. თუნდაც ატოპიური დერმატიტი ჩვილ ბავშვებში. ალერგიის მალამოები, ალერგიის წამლები, ეს ყველაფერი საბრალო მცდელობად დარჩება, თუ ალერგიულ ვითარებებში ღვიძლი არ დაიბრუნებს გამწმენდ ფუნქციებს—– ფილტრის ფუნქციას. მარტივად ვიტყვი——გამონაყარი იმიტომ არის, რომ ღვიძლმა ფარ-ხმალი დაყარა და ვერ გაფილტრა სხვადასხვა ნივთიერებები, რადგან მისი ფუნქციები შეზღუდულია. ჩვილების ატოპიური დერმატიტის დროსაც, ღვიძლის ფუნქციების შეზღუდვაა რაღაც დონეზე. მაშინაც არის გარკვეული ფერმენტების უკმარისობა.არასოდეს არ დავყრდნობილვარ ჩვილებში ატოპიური დერმატიტის დროს ალერგიის მალამოებს და წამლებს. ამ დროს ღვიძლის ფერმენტულ მდგომარეობას ვსწავლობ და დიზბაქტერიოზს ვმკურნალობ. როცა ლენინის დროს ელექტროფიკაცია შემოდიოდა ხალხში პირველად, თურმე როგორც წყაროები ამბობს——–ხალხს ეშინოდა———- ნათურის ჩართვაზე ავფეთქდებითო. იგივე ტექსტებმა გაიჟღერა, ჩამორჩენილი მენტალობის ადამიანებში, როცა გაზი შემოდიოდა. იგივე ანალოგიური მდგომარეობაა იმათ ტვინებში ,ვისაც ღვიძლის ფუნქციები ს მოშლა და შესაბამისად ღვიძლის დაზიანება ,მარტო ტრანსფერაზების დარღვევის შემთხვევაში ჰგონია. უნდა დავამთავროთ, ის დამყაყებული ეტაპი მედიცინაში, როცა ღვიძლის ფუნქციების დარღვევა ,მარტო რამდენიმე ტრანსფერაზით დგინდებოდა აქამდე და ხალხსაც—– ღვიძლით დაავადებული, მარტო ის ადამიანი ეგონა, გაყვითლებული რომ იყო და მუცელში წყალი ჰქონდა. კიდევ გავიმეორებ და ხშირად ვამბობ ———– ევროსტანდარტით , ღვიძლს 500 ზე მეტი ფუნქცია აქვს. ერთი კარდინალური ფუნქცია ა——გლუტათიონის ცვლა. სწორედ ამიტომ წარმოიქმნება ის ღვიძლში. გლუტათიონი, არა მარტო უჯრედის ,დაზიანებისგან დამცავია, არამედ ,აშენებს ახალ უჯრედებს ყველა დაავადების და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც. ის უჯრედებს და ცილებს რეცხავს მავნე შენამატებისგან და ტოქსკური შლაკებისგან.თავისუფალ—–კიბოს რადიკალებს, არა მატო აკავებს და არ უშვებს ორგანიზმში, არამედ წმენდს თანდათან და აძევებს სხეულიდან. ადამიანს როცა მოშლილი აქვს გლუტათიონის ცვლა ანუ როცა დაქვეითებული აქვს —–თავისუფალი რადიკალების მოგერიების და მოშორების უნარი, მაშინ ემართება—-დიაბეტი, კიბო, ქრონიკული დაავადებები, ორგანოები ხდება ამოსაკვეთი ;ეგზემა, ვიტილიგო, ფსორიაზი;ავტოიმუნური დაავადებები ჩასახლდება;თრომბოზის მექანიზმი მიიღებს სისტემურ სახეს ანუ არ მორჩება და მუდამ თრომბის საშიშროება იქნება; ჩიყვი არასოდეს მორჩება ბოლომდე და სხვა. ამიტომაცაა, ღვიძლი თრომბების სამჭედლო. თუ ღვიძლს არ სურს, ტვინის სიხლძარღვები ბოლომდე დეგრადირებულიც რომ იყოს, ინსულტი არასოდეს არ იქნება. ინსულტი ყოველთვის არის შედეგი, დაზიანებული ღვიძლის მიერ გამოყოფილი, ტოქსიკური ნივთიერებების ,მათ შორის ამიაკის , ტვინზე მუდმივი ზემოქმედების. ღვიძლიდან რომ ტოქსიკური ნივთიერებები ,მუდმივად მიედინება ტვინისკენ, ამაში ერთი დიდი მიზეზი, გლუტათიონის ცვლის დარღვევას მიუძღვის. თუ ღვიძლს გლუტათიონი ძალიან აკლია, მას ნებისმიერი ორგანოს დაავადება უფრო მძიმე სტადიაში გადაყავს. როდის აქვს ადამიანს გლუტათიონის ცვლა მოშლილი————————-ღვიძლის გაცხიმოვნება, ინსულინრეზისტენტობა, კრუნჩხვა, პარკისონი,დეპრესია,ჩიყვის ყველა ფორმა, ართრიტები, შფოთი, აგზნება, შიზოფრენია, კანის ყველა დაავადება; ყველა აუტოიმუნური დაავადება; ყველა ქრონიკული დაავადება;უნაყოფობა,შაკიკი, თირკმლის გლომერულოპათიით მიმდინარე დაავადებები; არამიზანმიმართული მედიკამენტებით მკურნალობა; ნაღვლის ბუშტის დაავადებები; პანკრეასის დავადებები; ჰეპატიტები ბე და ცე, თუნდაც ნამკურნალები; ტინიტუსი, თავბრუხვევები, ღვიძლის ყველა დაავადება;ყველა ის მდგომარეობა როცა ადამიანს ჭარბად ჰყავს პარაზიტები ; აუტიზმის ყველა ფორმის დროს ყველა ასაკში; გულის ნებისმიერი ფორმის უკმარისობა ;ნეიროპთიების დროს——————– როცა ხან წელი გტკივა, ხან ზურგი , ხან კისერი , ხან კი კუნთები; ნებისმიერი დაავადება , რომლის დროსაც შეიძლება ადამიანი შეშუპდეს. რადგან, შეშუპება და გლუტათიონის მოშლა, ფიზიოლოგიურად პირდაპირ კავშირშია დ ა სხვა.აუტიზმის დროს, ისევე როგორც ყველა მსგავსი ნეიროდაავადების დროს, ყველანაირი ფსიქოლოგია ფიზიოლოგიიდან მოდის და პირიქით. აუტიზმის მქონე ბავშვის , მთავარი პათოლოგიური მექანიზმი ეს არის———მას აქვს მეტი ჟანგვითი დაზიანება და შედეგად——— ამ ნივთიერების ცვლა მოშლილი ,კიდევ სხვა ნივთიერებებთან ერთად.ამ დროს მორჩენის საწინდარი, პათოლოგიური ჟანგვითი პროცესების შეჩერებაა და მათი ფიზიოლოგიურ ფორმატში გადაყვანა. ამ წლის ევროპული კვლევების შედეგია——-აუტიზმით ბავშვებს გლუტამინის ცვლა მოშლილი აქვთ. საერთოდ, ის რაც დაკავშირებულია ტვინთან, ყველაფერი იწყება ღვიძლიდან. ვერც მეხსიერებას, ვერც თავის ქრონიკულ ტკივილებს , ვერც წნევას და საერთოდ რაც ტვინს უკავშირდება, სრულფასოვნად ვერ მოარჩენ, თუ სამიზნეზე ღვიძლის ფუნქციური ცვლები არ გექნება. ნევროზად ის აკონსტანტირებს, ღვიძლის ყველა ტოქსინურ გამოვლინებას თავის ტკივილის ფორმით, ვინც უმეცრად დარწმუნებულია, რომ ღვიძლის ფუნქციები მარტო ასპარტატაზე და ალანინზე მთავრდება. გლუტათიონი იცავს არა მარტო გარე ტოქსინებისგან ორგანიზმს, არამედ ენდოგენური ტოქსინებისგანაც. ზოგს უკვირს, არაფერი ცუდი არ მიჭამია და მოვიწამლეო. როცა ადამიანს ღვიძლი და პანკრეასი დაზიანებულია ქვს, არ არის საჭირო გარე ტოქსინისგან მოიწამლოს. ამ დროს მის ორგანიზმში, მუდმივად გამოიყოფა ენდოგენური შხამები. გლუტათიონი პროტეინების შემქმნელია. მისი უნიკალური ფუნქციაა, ღვიძლში——- დაზიანებული უჯრედების——–ჰეპატოციტების რეგენერაცია .ადამიანს რამდენი ჯანმრთელი ჰეპატოციტიც აქვს შენარჩუნებული ,იმდენი დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. სასწაული სასიცოცხლო ტანდემია ამ ნივთიერების ———- თიოქტის მჟავასთან, ბე8 ვიტამინთან და ბე 4 ვიტამინთან ერთად სისხლძარღვის დაცვაში და კაპილარული დაზიანებების აღდგენაში მონაწილეობა, მათ შორის მხედველობის აღდგენაში; ასევე დიაბეტური ნეიროპათიების აღდგენაში. .ჩემი საყვარელი ტანდემია ,ამ ნივთიერებების მოქმედებით, კაპილარულ დონეზე შედეგების მიღება. ჩივილის მიჩქმალვა არ არის ხანგრძლივად შედეგიანი. ადამიანი უჯრედულ-კაპილარულ დონეზე უნდა გაჯანსაღდეს, რომ დიდხანს იცოცხლოს. ეს აღდგენა- რეგენერაცია კი ხშირად ხანგრძლივი პროსცესია. ყველა მძიმე და საშუალო სიმძიმის დაავადება , რაც ახლ ა ჩვენს ერს აწამებს, ყველაზე ხშირ შემთხვევაში————– მძიმე ლითონებისგან ინტოქსიკაციით მოდის. ყოველთვის ამას ვიკვლევ და ვადგენ რომელი ლითონია ეს. სწორედ მძიმე ლითონის ამ მავნე ზემოქმედების ,ყველაზე ძლიერი დამცავი ფარია გლუტათიონის ჯანსაღი ცვლა. ის ნაღვლის მჟავებს, უპირველესად ,მძიმე ლითონების ზემოქმედებისგან წმენდს. ქართველებს ნაღვლის ბუშტი ,გადასაგდები რეზინის ბუშტი ჰგნიათ მეტ შემთხვევაში. სწორედ აქ იბრძვის გლუტათიონი ყველაზე შრომატევადი ბრძოლით. ის ნაღვლის მჟავებს წმენდს, რომ მისგან წასული ტოქსინებისგან ,უპირველესად ,ტვინი იხსნას ინსულტის საშიშროებისგან. დადგენილია მეცნიერულად და ხშირად ვიმეორებ——კოსმოსის მთელი სასიცოცხლო ენერგია, ადამიანში კუმულირებულია ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში
.დეპრესიის, შაკიკის, ტინიტუსის, სეროტონინის, ეპინეფრინის და დოფას ცვლის დარვევის დროს; ასევე,თვაბრუხვევის და საერთოდ,ყველა ნევროლოგიური დაავადების დროს, განსაკუთრებით დეპრესიის დროს——— არა მარტო მოშლილია გლუტათიონის ცვლა, არამედ , -თავზურგ-ტვინის სითხეში მისი რაოდენობა ,თითქმის, ბოლომდე დაცემულია. ექიმიც არ უნდა იმის გააზრებას, რომ ამ დროს ანტიდეპრესანტის განუსაზღვრელი ვადით მიცემა, კიდევ უფრო ამიწებს გლუტათიონს და არ აძლევს სინთეზის შესაძლებლობას. ადამიანები ექიმებს გვეკითხებიან—– როგორ გავიწმინდოთ სისხლი და ლიმფა. ამის ერთი წამალი და საშუალება არ არსებობს. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომაა——- ღვიძლის ფუნქციური გაუმჯობესება. ღვიძლმა თუ ფილტრის ფუნქცია დაიქვეითა, ვერ შეაკავებს ვერაფერი ორგანიზმის დაბინძურებას და შესაბამისად დაზიანებას. ჩვენს ჩამორჩენილ და გაურკვეველ დონეზე , ბოდიში უნდა ვუხადო ვიღაცას , თუ რატომ დაუნიშნე, მაგალითად, ეგზემის დროს ღვიძლის წამალი. მისთვის მისაღები, მხოლოდ ალერგიის წამალია ამ დროს. სტანდარტულ მკუნალობაზე მიჩვეული ადამიანების მკურნალობა ძნელია. პროგრესულ ექიმებს, ამ დროს ბევრი ზეწოლის ატანა უწევთ.ადამიანის მორჩენის დროს, ყველაზე მთავარ ფაქტორად, ექიმის დადებითი მუხტებით დატვირთული აურა და მისი გაუბზარავი, მშვიდი ფსიქიკა მიმაჩნია. როგორც ვთქვი——-გლუტათიონის წარმოქმნის ეპიცენტრი—-ღვიძლის ჰეპატოციტებია. მაგრამ, გახსოვდეთ მაგალითად, ,გულის ყველა დაავადების დროს, მისი ცვლა მოშლილია და არ გამოჯანმრთელდება ადამიანი სრულად, მისი კონტროლის გარეშე.რადგან, არ არსებობს გულის თუნდაც პირველი ხარისხის უკმარისობა , ღვიძლის უკმარისობის გარეშე. ღვიძლ ი კი, თითქმის, მკვდარია გლუტათიონის ცვლის დარღვევის დროს და გაჭირვებით მუშაობს. . სტრესს ყველა ტვინი იღებს, მაგრამ დეპრსია, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს აქვს ადამიანს. ეს ჭემშარიტებაა, თუნდაც უთხრან ამ დროს———- ღვიძლი არ გაწუხებსო. გლუთატიონის ცვლის კონტროლი, განსაკუთრებით აუცილებელია ამ დაავადებების დროს—————–კიბო , ღვიძლის დაავადებები; კატარაქტა, გლაუკომა, დიაბეტი, გულის დააავადებები, მეხსიერების პრობლემა; იმუნიტეტის შეზღუდვა; შაკიკი, დეპრესია, ტინიტუსი, ყველა ნევროლოგიური დაავადებ ა და სხვა. გლუტათიონი 17 წლიდან ისედაც მცირდება ორგანიზმში.თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ დღევანდელ დაბინძურებულ სამყაროში და უხარისხო კვების პირობებში ის მოსწავლეებშიც დაკლებულია. ის ყველა უჯრედის დაცვაა. მისი ცვლის დარღვევისას დაბერება უფრო მალე იწყება. ბოტოქსი თრომბის წყაროა. ის არავის დასჭირდებოდა ,ამ ნივთიერების ცვლა რომ წესრიგში ჰქონდეს. ეს ნივთიერება ააქტივებს ცე და ე ვიტამინებს.თუ ეს ნივთიერება დაცემულია ,ეს ვიტამინები ბოლომდე შემცირებულია. ე ვიტამინი რომ ასე დაცემულია მასიურად ადამიანებში, იმიტომ არის ამდენი თრომბოემბოლიური მდგომარეობები. ეს ორი ვიტამინი ყველაზე მეტად ეღობება კიბოს. ვიტამინები ყველგან იყიდება სხვადსხვა ხარისხის. მაგრამ, მაღალი სტანდარტის მკურნალობა ის არის, როდის დაინიშნოს, რამდენი და რა ფორმით. მედიცინაში სიზუსტიდან აცდენა და პრიმიტიულობა ყველაზე დამანგრეველია სიცოცხლისთვის. ე ვიტამინის სრული ბალსანსი თუ იქნება ორგანიზმში, თრომბი როგორც პრობლემა არ იარსებებს ადამიანისთვის.თრომბის მექანიზმის სათავე ,ე ვიტამინის ცვლის მოშლაა. ცე ვიტამინი ,თითქოს ,ყველა ოჯახის წევრია. მაგრამ, იშვიათად ხდება მისი , ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ-აკადემიური გამოყენება. ცოცხალი ადამიანი, ეს არის უწყვეტად მიმდინარე ფიზიოლოგიური რექციები. ნივთიერებების სიზუსტე და ბალანსი აცოცხლებს ადამიანს. მაგალითად ე ვიტამინის მიღება , ყველაზე ხელსაყრელია ჯანმრთელობისთვის ,მხოლოდ ტოკოტრიენოლის ფორმებით. ეს წამალს კი არ ჰქვია, არამედ ამ ვიტამინის გრაფიკული ფორმაა. კანის ყველა დაავადება გლუტამინის ცვლის მოშლაა. კანის ყველა წამალი გადაყრილა, მისი ცვლის აღდგენის გარეშე. ცვლის აღდგენა არის ,მისი გამოსწორება და არამარტო შევსება, რადგან ცვლის დარღვევის დროს, შეიძლება, მისი პათოლოგიური სიჭარბეც იყოს. ანუ მისი ცვლის ჯანსაღი მიმდინარეობის დროს ,ამ ფიზიოლოგიურ რეაქციებში მონაწილე ყველა კომპონენტი უნდა გაკონტროლდეს. მისი მიღება ექიმისგან დამოუკიდებლად , ამიტომ, მკაცრად იკრძალება. ყველაზე მეტად გლუტათიონს ,ორგანიზმის აგრესიული პარაზიტები აზიანებენ და ამცირებენ. მძიმე მეტალების სპექტრის გააანალიზების დროს, გოგირდის დაქვეითებას რომ შეამჩნევს ჭკვიანი ექიმი, ის გლუტათიონის ცვლის მოწესრიგებასაც დააგანგაშებს და ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობასაც. ყველა ტიპის სიმსუქნის დროს, რომელიც თავიდან ყოველთვის მარტო კორტიზოლს ბრალდება, საბოლოოდ დადგენილია, რომ კორტიზოლის აწყვეტა და დაუმორჩილებლობა ,გლუტათიონის ცვლის მოშლით იწყება. ყველა მსუქანს გლუტათიონის ცვლა, სერიოზულად დაზიანებული აქვს. ვერანაირი საშუალებებით ვერ გახდება ის, სანამ ამ ცვლის გამოსწორება არ დაიწყება.ადამიანი წონაში ვერ დაიკლებს, თუ ღვიძლის ცხიმოვან დეგენერაციაზე არ იმკურნალა. ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებაში ანუ სტეატოზში ერთი მთავარი მიზეზი ეს ნივთიერებაა. გლუტათიონმოშლილი, სტეატოზური ღვიძლი ქმნის ფუმფულა ადამიანებს. რადგან, ეს ნივთიერება ფერმენტებს და ცილებს ქმნის. ფერმენტებს აააქტიურებს.ახდენს ამინომჟავების ტრანპორტს. ფერმენტების და ამინომჟავების ბალანსის გარეშე კი, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე არ არსებობს. უკვე მსოფლიო მედიცინამ მკაფიოდ გამოკვეთა———-არ არის გლუტათიონის ცვლის მოშლა?——–ნაკლები შანსია იყოს კიბო. თუ ზრდის ჰორმონის გაკონტროლება ვერ ხერხედება, სისხლის ანალიზს რომ დაჰყურებს გამოცდილი ექიმი და ნახავს რომ ლეიკოციტები7 ზე ნაკლებია, ის ღვიძლის ფუნქციების გამოსწორებაზე იწყებს ფიქრს და გლუტათიონის და მსგავსი ნივთიერებების ცვლების აღდგენაზე. კანზე თუ ნებისმიერი სახის პიგმენტური ლაქა გაქვთ, შესაბასად არის ამ ნივთიერების ცვლის დარღვევა. ეს არაერთხელ გამიმეორებია რეკომენდაციებში. მაგალითად, რომ განივილოდ რომელიმე ევროპული წამალი, ვთქვათ რინიტზე ან სინუსიტზე, მათ ეს ნივთიერება აქვთ შემადგენლობაში. რადგან, სინუსიტი და რინიტი, თუ ტექნიკური პრობლემა გამორიცხულია, არის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გამო. რომლის დროსაც, ამ ნივითიერების ცვლა აუცილებლად მოშლილია. ცვლის აღდგენაც გრძელი პროცესია და დაცემაც კი რთული შესავსებია. რადგან ,ეს ღვიძლის მკურნალობის ფონზე უნდა მოხდეს და ექიმის გარეშე არ შეიძლება. გლუტათიონი უფრო მეტად არის————-ნიორში, ხახვში, ავოკადოში, ოხრახუშში, გოგრაში. გოგრა ამიტომ არის უნივერსალი. ჭკვიანი ექიმი თუ, ღარიბ პაციენტს ოხრახუშის ნახარშს უნიშნავს შეშუპებაზე, ის ოხრახუშის გლუტათიონის იმედზეა. შეგახსენებთ, რომ ოხრახუშის ცოცხლად მიღების დროს, მისი დღიურად, ორ სუფრის კოვზზე მეტის მიღება ნუტრიციოლოგიურად ტოქსიკური და აკრძალულია. განსაკუთრებით იკონტროლეთ ეს და ღვიძლისთვის მასავით საჭირო სხვა ნივთიერებები იმ ადამიანებმა, ვისაც გენეტიკაში კიბო გაქვთ ან ონკომარკერებზე დადებითი ხართ. გლუტატიონის ცვლის დარღვევა პირდაპირი ტრამპლინია კიბოსკენ.
ექიმი მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share