“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილი მაგალითად უნდა ჰყავდეთ ქართველებს, როგორი უნდა იყოს მტერი, ბავშვს უნდა აჩვენონ ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი, თუმცა, წინასწარ უნდა შეამზადონ რომ გული არ გაუსკდეს ამ ბავშვს და აღუწერონ მისი საქმიანობა, რა გაუკეთა ერს.
საპარლამენტო ბოიკოტი არა – ფაქტობრივი დატოვებაა პარლამენტის გამოსავალი. მე რასაც ვიტყოდი პარლამენტში, ამას ვერავინ იტყვის, მოდი, შევთანხმდეთ, მე დავიწყებდი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნით და გადავიდოდი მათ ნათესავებზე, ბიზნესებზე, მიტაცებულ მილიონებზე, აფეთქებულ საყდრისზე, ვამხელდი… ივანიშვილის სახელი გაგიგიათ პარლამენტის ტრიბუნიდან? ვის რასში სჭირდება მაიმუნის მსგავსი პარლამენტის თავმჯდომარე? მაიმუნიდან წარმოიშვნენ ადამიანები, შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს… ივანიშვილის გვარს რატომ არავინ ახსენებს პარლამენტში? გამცეს ვინმემ ამაზე პასუხი. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი პარლამენტი აქვს ნაყიდი ივანიშვილს და თვის ბოლოს ოპოზიციურ დეპუტატთა უმრავლესობას მისდის ის კონვერტები, რომელსაც იღებენ ქართული ოცნების დეპუტატები… არ მინდა ეს ვიფიქრო ოპოზიციონერ კოლეგებზე, მაგრამ თქვენი დუმილი და იქ, რაღაცა მეორე-მესამე ხარისხოვან თემებზე საუბარი არაფერს იძლევა, ყველა უბედურების, ყველა სიკვდილის, საქართველოდან გაქცეული ყველა ადამიანის, ყველა გაძარცვული საფლავის უკან, თავში და გვერდზე დგას ბიძინა ივანიშვილი.
ამ ქარტეხილებსაც გადავიტანთ და ისევ ერი გაიმარვებს, ეს ზუსტად იცოდეთ.”