ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფიცირებულია სამი 14 წლამდე აკადემიის მოსწავლე და ორი მწვრთნელი. მთელი კომპლექსი გადავიდა თვითიზოლაციაში. შესაბამისად, გვიმბალაურში მდებარე საფეხბურთო აკადემიაში საწვრთნელი პროცესი შეჩერდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში დაუდასტურეს.
“საფეხბურთო აკადენიის ბავშვები დ ორი მწვრთნელია ინფიცირებული, ბავშვები 12-14 წლისები არიან. ისინი ბაზაზე ცხოვრობენ, დიდი ალბათობით გარედან შეიტანა ვირუსი ვიღაცამ, დღეს ამის გაკონტროლება ძნელია. მთელი აკადემია გადავიდა თვითიზოლაციაში.”- გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმ.
შეგახსენებთ, დღეს გურიაში კორონავირუსის 126 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 49 ლანჩხუთში.