რა მოთხოვნები წარუდგინეს გურულებმა რუსი მთავრობის წარმომადგენელს გურიის სოფელ ჯვარცხმაში ათასკაციან კრებაზე

ბახვის მანიფესტი ბევრისთვის ცნობილია, მარა ასეთივე მოთხოვნები წარუდგინეს გურულებმა რუსი მთავრობის წარმომადგენელს კრიმ გირეის გურიის სოფელ ჯვარცხმაში ათასკაციან კრებაზე :
1. მესაკუთრე გლეხებისთვის უსამართლოთ წართმეული ფულების დაბრუნება.
2. დროებით ვალდებულთა განთავისუფლება უფასოთ, თავის ნადელიანათ.
3. სახაზინო გლეხების ნადელების საკუთრებათ გადაცემა.
4. საეკლესიო, სამონასტრო და საუფლისწულო მამულების ჩამორთმევა.
5. გადასახადების შემოსავლის კვალობაზე ხუთას მანეთზე ნაკლები შემოსავლიანი ოჯახების განთავისუფლება.
შემოღებულ იქნეს პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი ხუთას მანეთზე ნაკლები იყო.
6. ფარული გადასახადების და ბაჟების მოსპობა..
7. ეკლესის გაშორება სახელმწიფოსაგან.
8. სავალდებულო უფასო სწავლა 16 წლამდე.
9. სიტყვის, ბეჭდვის, კრების და გაფიცვის თავისუფლება.
10. პიროვნების და ოჯახის ხელშეუხებლობა.
11. პასპორტების მოსპობა.
12. მუდმივი ჯარის მოსპობა.
13. ნაფიცი მოსამართლეების და სახელმწიფო მოხელეთა პასუხის გება.
14. ადმინისტრაციული წესით გადასახლებულთა დაბრუნება.
15. დამფუძნებელი კრების მოწვევა.

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share