თემურ ჭანუყვაძემ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური მისმა ხელმძღვანელმა თემურ ჭანუყვაძემ წუხელ დატოვა.

ამის შესახებ ‘გურიის მოამბეს კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

რედაქციას ეს ინფორმაცია ოზურგეთის მერიაში დაუდასტურეს:

“თემურ45 ჭანუყვაძემ აღნიშნული თანამდებობა მისი განცხადების საფუზველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა და ის ძველ თანამდებობას დაუბრუნდა, ორშაბათიდან ბატონი თემური ოზურგეთის ვიცე მერის, ალეკო სურგულაძის ტანაშემწის მოვალეობის შესრულებას შეუდგება”

გვითხრა სატელეფონო საუბარში ოზურგეთის მერიის წარმომადგენელმა.

თემურ ჭანუყვაძე ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის უფროსი ამ სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ, მიმდინარე წლის დასწყისში დაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ჭანუყვაძეს სამსახურის უფროსის პოსტზე და რა წესით მოხდება მისი შერჩევა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share