სრულიად სომეხთა კათოლიკოსი ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს 12:00 საათზე ოპოზიციის მიერ  პრემიერ-მინისტრისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ამ წუთებში ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: