“რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს”

“ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების “გადაგდებას” შეეცდება.

“მთელი ამ დროის განმავლობაში, კრემლი ამზადებდა ამ ცივსისხლიან შეტევას, რომლის მასშტაბები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა აშკარად ხედავს რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების უგულებელყოფას, რომლებიც მან მსოფლიოს წინაშე აიღო. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ”, – განაცხადა ბლინკენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share