“დაიწყეს კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუსეთის ქმედებები 1941 წელს შეადარა. ზელენსკიმ რუს ხალხსაც მიმართა და ომის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა:

“დღეს ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის – კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა – ჩვენ თქვენ გხედავთ.  იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share