უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, კრისტი ადამაძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.
“მე სადაც ვიმყოფები, ტრაეშინას რაიონში, მოხდა 6 ბომბის ჩამოგდება დილით. ახლა ამ წუთებში მოგვაწოდეს მძიმე ინფორმაცია, რომ ახლა ხდება კიევზე ყველაზე დიდი შეტევა. 18 ტანკი შემოდიოდა ჩერნოგოვის ტერიტორიიდან ქალაქ ივანოვში, თუმცა დააკავეს უკრაინელებმა. ააფეთქეს ხიდი და ჯერჯერობით შეჩერებულია, მაგრამ რამდენი ხანი შეჩერდება, არ ვიცით. გაგვაფრთხილეს, რომ შეიძლება, დაიწყოს სროლა. ყველაზე დიდი შემოტევა კიევზე იწყება ამ წუთებში”, – თქვა კრისტი ადამაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.
გარდა ამისა, რუსებმა სარეკო დარტყმა განახორციელეს უკრაინელ მესაზღვრეებზე ზაპოროჟიეს ოლქში. თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკები დედაქალაქისკენ ჩერნობილის დახურული ზონიდან მიემართებიან.