“ჯობს ხალხის მხარეს დადგეთ” – ლაგაზიძე ოპოზიციას

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ვერც ერთი ოპოზიციონერი ახლა პარლამენტში შესვლას ვერანაირი არგუმენტით ვერ გაამართლებს და თუ ვინმე ამ ცდუნებას აყვება და ხალხს უღალატებს, საკუთარი ხელით გაითხრის პოლიტიკურ სამარეს:

ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი, რომელიც რომელიმე ოპოზიციონერის შესვლას გაამართლებს პარლამენტში. რა შანტაჟიც არ უნდა ხორციელდებოდეს რომელიმე ოპოზიციონერზე დღეს, მან უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ეპატიება, თუ გადამწყვეტ მომენტში სახელმწიფოს და ხალხის გვერდით დადგება. ხშირად გმირები ხდებიან ის ადამიანები ისტორიულად, რომელთა წინაისტორია გმირობაზე ნამდვილად არ მიუთითებდა. დღეს მართლაც ლამის გმირობის ტოლფასია გაუძლო „ოცნების“ ზეწოლას. ეს ადამიანები დღეს ყრიან ხვალინდელი დემოკრატიული საქართველოს საფუძველს. ვინც თანამდებობდეს ელოდება „ოცნებიდან“, ვიცი როგორ უყვართ „მეოცნებეებს“ მოღალატეები, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც უბრალოდ არ მიგასუნინებენ. ამიტომ ჯობს ხალხის მხარეს დადგეთ, ვიდრე საკუთარი ხელით გაითხაროთ პოლიტიკური სამარე.”- აღნიშნა ლაგაზიძემ ტვ “მთავარის” გადაცემა “დღის სტუმარში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share