ევროვიზიის გადაწყვეტილებით 2022 წლის ევროვიზიის კონკურსზე რუსეთს დაუშვებენ.
“ევროვიზიის კონკურსი აპოლიტიკური კულტურული ღონისძიებაა. რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით”. – ამბობს CNN-თან ინტერვიუში კონკურსის ორგანიზატორი.
უკრაინამ ევროვიზიის ორგანიზატორებს ოფიციალური წერილით მიმართა და რუსეთის კონკურსიდან მოხსნა სთხოვა.
ევროვიზიის შვედური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰანა სტიარნემ ორგანიზაციას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.
ევროვიზიის კონკურსი 2022 წლის მაისში გაიმართება. უკრაინის სახელით შეჯიბრზე რეპ ჯგუფი Kalush Orchestra დარეგისტრირდა, ვინ წარმოადგენს რუსეთს, ამ ეტაპზე უცნობია.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.