ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დახურულ 30-კილომეტრიან ზონაში რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ, მიუთითებს, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაჭარბებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით იმის დადგენა ვერ ხერხდება თუ რამ გამოიწვია რადიაციული ფონის ცვლილება, იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია რუსული სამხედროების მიერ ოკუპირებულია.