“არ შეიძლება მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს მოლაპარაკებებისთვის”- გვარამია

„არ შეიძლება მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს მოლაპარაკებებისთვის,“- ამბობს ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეოთხე რაუნდის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„არ შეიძლება მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს მოლაპარაკებებისთვის. ანუ პროცესით ტკბობა არ შეიძლება. როცა პროცესში ყოფნა გაზიანებს, როცა დათქმები მოყვება ამას, რომ თქვენს ამომრჩეველს არაფერი უთხრათო, ეს უბრალოდ ადამიანებს ნდობას უკარგავს, საკუთრივ ოპოზიციის მიმართაც“,- ამბობს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: