ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ვერ შევა პარლამენტში- სოზარ სუბარი

“ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის ბუნებრივია ვერ და არ შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში – ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს.

სოზარ სუბარმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში მოიძებნება ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ.

„ვინც არ შევა, ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის, ბუნებრივია ვერ შევა და არ შევა პარლამენტში, იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, მას არ სჭირდება არჩევნების ლეგიტიმაცია. მათ სჭირდებათ რევოლუცია, იმიტომ რომ ხედავენ, რომ სხვანაირად ძალაუფლებაში ვერ მოდიან. იგულისხმება სააკაშვილი და სააკაშვილის განსაკუთრებით ბნელი მიმდევრები ამ ახალ პარტიაში“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: