ჟურნალისტი და მედიაექსპერტი, ირაკლი ტაბლიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია არა მხოლოდ თერთმეტ დეკემბერს, არამედ ბოლომდე შეძლებს პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას, “ოცნება” იძულებული გახდება ხელახალი არჩევნები დანიშნოს: “არშესვლა 11 დეკემბერს არ ნიშნავს არშესვლას არასოდეს. როგორც იქნა გავიგე (ისიც, მგონი), რომ 11 დეკემბერს არავინ შევა პარლამენტში, მაგრამ, მათ, ვინც 11 დეკემბერს არ შევა, 18 დეკემბერს თუ 19 მარტს თუ 27 მაისსაც ვერ ვიხილავთ პარლამენტში? უფრო დავღეჭავ – არასოდეს არ შევლენ? ამ კითხვის ადრესატია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ამ პარტიების ბევრი ლიდერი. კითხვას მოსდევს შემდეგი: მათზე ზეწოლა რომ და თუ მოიხსნება, განა მაშინაც არ შევლენ? პირადად ჩემთვის არშესვლის ნიშანი არის მანდატების დადება და დანარჩენი სიის ჩახსნა. აი, ესაა არშესვლა და არა 11 დეკემბერს შესვლაზე უარის ხშირ შემთხვევაში დამუნათების შედეგად თქმა. ××× კითხვა – დანიშნავს თუ არა მარტოდარჩენილი “ოცნება” არჩევნებს, ცხადია, საპასუხოა… მე გეტყვით, რომ, არ… ვიმეორებ – არ დანიშნავს თავისით. ოღონდ, შექმნილი ვითარება – დასავლეთის რეკომენდაცია; პანდემიის შედეგები; ეკონომიკური კოლაფსი; უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა და ა.შ. მას – “ოცნებას”, არჩევნებს… მოდი, ვიტყვი ასე – დაანიშნინებს. იძულებული იქნება, რომ დანიშნოს. ამასობაში, აზრი არც საარჩევნო რეფორმას აქვს და არც მაგალითად ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას… თუ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ნება იქნება, ჟვანიაც ავტომატურად შეიცვლება და, რეფორმაც თავისთავად ჩატარდება. მთავარი პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ და, არც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა/არდანიშვნაა… მთავარი პრობლემაა, როგორ ვ-უმკლავდებით კოვიდ-ის გამოწვევებს და ეკონომიკურ კოლაფსს… ჰოდა, სულ რომ არგაყალბებულიყო არჩევნები, ეს კრიზისები იმდენად მწვავეა, რომ მათი მოგვარება With გახარიას ხელისუფლება უბრალოდ წარმოუდგენელია”-წერს ტაბლიაშვილი.