საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ, ფიდემ, უარი თქვა 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის რუსეთში გამართვაზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო. ფიდემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 25 თებერვალს გამოაცხადა. ამჟამად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ტურნირის ახალ მასპინძელ ქვეყანას ეძებს. შესაძლო ვარიანტები ჯერჯერობით არ უხსენებიათ.
2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ივლის-აგვისტოში უნდა გამართულიყო ხანტი-მანსიისკში.