ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 598 172.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა – 371, იმერეთი – 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი – 427, გურია – 293, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 468, კახეთი – 402, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 67.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.