“საუკუნის ხმად” წოდებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლოტბარი, ანსამბლ გორდელას დამფუძნებელი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ლოტბარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ანსამბლ უნისონის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაკურაძემ Facebook-ზე დაწერა.

მაესტრომაც დაგვტოვა”, – წერს ბაკურაძე.

თემურ ქევხიშვილი ანსამბლ გორდელას ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი იყო ანსამბლ რუსთავის სოლისტი.

2013 წელს ფონდმა “ქართული გალობა” საუკუნის ხმის წოდება მიანიჭა. იყო საქართველოს სახალდო არტისტი, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share