ფეხბურთელი გოგონები დღევანდელ მატჩს სამშობლოსთვის დაღუპულ ლანჩხუთელ გმირებს უძღვნიიან

გოგონათა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” დღევანდელ მატჩს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ლანჩხუთელ გმირებს  უძღვნის- ამის შესახებ, კლუბის ფეისბუქ გვერძე განცხადებაშია საუბარი, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
“სხვა საქართველო იქ არის!
ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი, ჩვენ ხომ სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს ვეთამაშებით. თუმცა, ერთი რამ ვიცით დანამდვილებით – ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთმანეთისთვის, ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ლანჩხუთისთვის და ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის!
დღეს რომ უფლება გვაქვს, ვითამაშოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით, არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ბრძოლის ველზე იდგნენ ქვეყნის დასაცავად და ხშირად თმობდნენ ღვთისაგან ბოძებულ ერთადერთ სიცოცხლეს. ამიტომ გვინდა ჩვენი მატჩი მივუძღვნათ საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სახელების ცოდნაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მათი სახელები (სია არასრულია, განახლდება):
გოჩა კვირკველია (1992, ბედია)
დათო რამიშვილი (1992, ოჩამჩირე)
ჯამბულათ ხოფერია (1993, ტყვარჩელი)
მერაბ კუპრეიშვილი (1993, ტამიში)
ზალიკო მდინარაძე (1993, ტამიში)
ნიკა იმნაძე (1993, ოჩამჩირე)
პაატა პაპიძე (1993, ოჩამჩირე)
ვაჟა თოდუა (1993, ოჩამჩირე)
რუსლან წულაძე (2008, შინდისი)
ემზარ წილოსანი (2008, შინდისი)
ვასილ სმირნოვი (2008, სამაჩაბლო)
სხვა საქართველო იქ არის!”- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩს შვედურ „როსენგრადთან“ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share