რუსული ძალების დიდი ნაწილი ამჟამად კიევის ცენტრიდან 30 კილომეტრშია, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ასევე აფრთხილებს რუსეთს, რომ ადამიანური დანაკარგი მათი მხრიდან დიდი ალბათობით მძიმე და იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ისინი ამას ელიან ან აღიარებენ კრემლში.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, რუსულ ჯარს უკრაინაში წარმოებული მოქმედებების შედეგად ადამიანური დანაკარგი ჯერ არ აქვს.