“სამხედრო ოპერაცია ჩატარდება სრულად, სანამ არ მიიღწევა რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, როგორც 2008 წელს”

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი ამბობს, რომ რუსეთისთვის დასავლეთის სანქციები არაფერს ნიშნავს, არაფერს შეცვლის და უკრაინაში “სამხედრო ოპერაცია” გაგრძელება, როგოც 2008-ში საქართველოში.

„[სამხედრო ოპერაცია] ჩატარდება სრულად მანამ, სანამ არ მიიღწევა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახული ყველა მიზანი, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც 2008 წელს იყო მსგავს სიტუაციაში“, – ამბობს ის.

მედვედევის აზრით, „არც დიპლომატიური ურთიერთობებია საჭირო“ და „დროა საელჩოებს ბოქლომი დავაყენოთ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share