სოლიდარობა უკრაინას – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. საქართველოს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა თბილისსა და რეგიონებში უკრაინის მიმართ, რუსულ აგრესიას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების გარდა, აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. ისმის 2 ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

მრავალათასიანი აქცია გუშინ, 25 თებერვალსაც შედგა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რომელსაც მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share