ტაძარი მთიულეთში, სადაც საიდუმლოებით მოცული და სასწაულმოქმედი ჯვარი ინახება

მთიულეთში, სოფელ წიფორში, უფრო სწორად, ახლა უკვე ნასოფლარში წიფორის წმინდა გიორგის საყდარია. სწორედ ამ ტაძარში ინახება ოქროს ჯვარი, რომელიც შუაზე იხსნება და გადმოცემის თანახმად, მასში წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება.

ხატის დეკანოზები ოდითგანვე კედელაშვილები არიან. ამ ტაძრის დეკანოზი ახლა კოლია კედელაშვილია. წინაპრებისგან გადმოცემით იცის, რომ ტაძარი თამარის მეფობის პერიოდში ააგეს.

ამბობს, რომ ამ საყდარში ქალების შესვლა აკრძალულია, მამაკაცებთან ერთად მხოლოდ ქალიშვილებს შეუძლიათ შესვლა და მოლოცვა.

ეს სალოცავი ბევრჯერ გაიძარცვა – დაიკარგა ოქროს თასები და ხატები. მძარცველები თურმე ჯვარსაც ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაგნეს. არაერთხელ გადაუთხრიათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ოქროს ჯვრის მაძიებლებს.

ჯვრის კონკრეტულ ადგილსამყოფელს დეკანოზი და ე.წ დასტური, ანუ შეფიცულები მკაცრად ასაიდუმლოებენ. სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მომლოცველებს წელიწადში სამჯერ ეძლევათ – წმინდა გიორგის ხსენებისა და აღდგომის დღესასწაულზე.

ამბობენ, რომ ჯვარს ბევრი სასწაული უკავშირდება – ბევრი უშვილო წყვილისთვის უჩუქებია შვილი და ავადმყოფისთვის – ჯანმრთელობა.

ჯვარს ძველი ბერძნული წარწერა აქვს დატანილი. ამ დრომდე უცნობია, რა საიუდუმლო იმალება ამ ჯვართან დაკავშირებით.

„პრაიმტაიმი“ მის გაშიფვრას ენათმეცნიერებთან ერთად იწყებს და კვლევის შედეგებს ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს, უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 69
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, რომ
  • 68
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, რომ, ამ
  • 67
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და