აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიმამაცეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან გამოავლინა შესანიშნავი ლიდერობა და სიმამაცე.
„ვოლოდიმირ ზელენსკის გამოცდა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს და მან შესანიშნავი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა. ამბობენ, რომ ის მსახიობი, კომიკოსი იყო და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ის ჯერჯერობით დიდ სიმამაცეს ავლენს და იმედია, ეს ძალიან დიდხანს არ დაგვჭირდება, რადგან შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს“, – აცხადებს ტრამპი.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არასდროს უნდა მომხარიყო.
„ეს არ უნდა მომხდარიყო, არასდროს არ უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა ტრამპმა.