უკრაინის გენერალური პროკურორი ირენა ვენედიქტოვა რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს:
“ეს არის დანაშაული მსოფლიოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ. დანაშაულებს, როგორიცაა ომის გაჩაღება და წარმოება, მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური მკვლელობა და მასიური განადგურების იარაღის გამოყენება, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მასზე პასუხი ნებისმიერ დროს მოითხოვება.
გუშინ დივერსანტებმა მთლიანი ოჯახი დახოცეს. ხერსონში, რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი სასწრაფო დახმარების მანქანას გაუხსნეს, არიან დაჭრილები, მძღოლი კი დაიწვა. რუსი სამხედროები დასახლებულ პუნქტებს ესვრიან, იღუპებიან ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები. ოკუპანტები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ქვეშ მყოფ დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. აგრესორის ჯარმა ბალისტიკური რაკეტებით ასობით შეტევა განახორციელა. ინტენსიურად დაიბომბა საბავშვო ბაღები, სადაც პატარა უკრაინელები იყვნენ. მხოლოდ ერთ ღამეში ოკუპანტებმა ათობით სასიცოცხლო ობიექტი დაბომბეს, მათ შორის ვასილკოვის ნავთობბაზა, გაზის მილსადენი ხარკოვში და კიევის ატომური ნარჩენების შემნახველი ობიექტები. ამ ობიექტების განადგურებით მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება.
თქვენ ჩვენ ნაციონალისტებს გვიწოდებთ. მე რუსულენოვანი 40 წლის ადამიანი ვარ, რომელიც ხარკოვში დავიბადე. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ ნაციონალისტები ვართ ყველანი ყირიმიდან დონეცკამდე, ლვოვამდე, ტერნოპოლამდე და უშგოროდამდე. ჩვენ ნაციონალისტები ვართ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენი მოწვევა არ მიგიღიათ და არც არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ თქვენი რუსული ბინძური ტანკები აქ შემოსულიყო. ჩვენ გავიმარჯვებთ, შანსი არ გაქვთ!”, – ამბობს გენპროკურორი.