შანტაჟისტ კობახიძესთან მოლაპარაკებები ტერორისტთან მოლაპარაკების ტოლფასია – გვარამია

შანტაჟისტ კობახიძესთან მოლაპარაკებები ნამდვილად ტერორისტთან მოლაპარაკების ტოლფასია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“დიდი ბოდიში ოპოზიციასთან და ელჩებთანაც, მაგრამ ამ რეპრესიული ნარატივის და შანტაჟისტ კობახიძესთან მოლაპარაკებები ნამდვილად ტერორისტთან და შანტაჟისტთან მოლაპარაკებების ტოლფასია.
და აქსიომაა, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან. აქსიომაა, რომ ჟანტაჟისტებს არ მიყვებიან შანტაჟის სპირალში. წერტილი”, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მანდატებთან ერთად დაფინანსებასაც დაკარგავენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share