უბედურ შემთხვევას ლანჩხუთში, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, 63 წლის ზურაბ თავართქილაძე ემსხვერპლა. როგორც გურიის მოამბემ გაარკვია, თავართქილაძე ქალაქის ცენტრში ხეებს ბელავდა, რა დროსაც მოჭრილი ტოტი დაეცა და დაიღუპა. _ წარმოუდგენლად ცუდი ამბავი მოხდა. უკეთილშობილესი პიროვნება იყო. მთელს ლანჩხუთს უყვარდა. სამწუხაროდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა. მომხადრზე უკვე დაიწყო გამოძიება, რომელსაც ლანჩხუთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.