Anonymous-ის ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ბრძოლას აგრძელებენ – ამჯერად მათი თავდასხმის სამიზნე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ბელარუსიცაა.
ამის შესახებ ჰაკერები ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებენ.
„Anonymous ანადგურებს ბანკის საიტებს ბელარუსში,“- ნათქვამია მათ განცხადებაში.
ჰაკერები სამი ბანკის: „პრიორბანკის“, „ბელარუსბანკისა“ და „ბელინვესტ ბანკის“ საიტების გათიშვის შესახებ იუწყება.
ცნობისთვის, ჰაკერებმა გატეხეს რადიოსიხშირე, რომელზეც რუსი ოკუპანტები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და იქ უკრაინის ჰიმნი გაუშვეს.