ფულადი გზავნილები, ნუ დაგვავიწყდება, ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვები შეადგენს 500 მილიონს, ანუ ჯამურად ბოლო წლებში სამი მილიარდი გადმოირიცხა რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად, ინვესტიციების განსახორციელებლად.
ჯამურად, ეს რომ მოვთვალოთ, გამოდის, 12 მილიარდზე მეტი ბოლო 7-8 წელში, ამიტომ, კითხვას ვსვამ, როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული და რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ეს ვის მოაკლდება , შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ შეძლებს ფულის გადმორიცხვას, ამიტომ, ეს ზედმეტი ემოციები არაფარის მომცემი არაა, პირიქით, ესაა საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების”