ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა მთავრობამ არ შემოუშვა – ქაცარავა

ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა მთავრობამ არ შემოუშვა –  აღნიშნულ ინფორმაციას, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს. მისი თქმით, ახლა  ალტერნატიული გზებით წასვლაზე მსჯელობენ.

“ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება”, – ამბობს ქაცარავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share