აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი უკრაინულ-რუსულ მოლაპარაკებებს და მის ერთ-ერთ ლიდერ დავით არახამიაზე წერს, რომელიც ოფიციალური კიევის ინტერესებს იცავდა.
“იმედია, უცხოურ მედიაში იქნება გატანილი არახამიას მოლაპარაკებების ლიდერად ყოფნის ერთ-ერთი საინტერესო მესიჯი. არახამია გაგრიდანაა. ამაზე საუბარი უცხოურ მედიას შეახსენებდა, რომ პუტინს ოკუპირებული აქვს უკრაინაზე მეტი. ოკუპაცია საქართველოთი, კერძოდ კი ამ ბიჭის კუთხით, აფხაზეთით დაიწყო.
კარგი მიზეზია უკრაინასთან ერთად საქართველოს ოკუპაციაზე სასაუბროდ.
P.S. დემნასთან ასოციაციაც სწორი და სიმბოლური მიგნებაა. ყოჩაღ მას გარეგნული იერსახისთვის. კარგი იქნება უცხოური მედიისთვის დემნას წარმომავლობის შეხსენება და ასე საქართველოს სახელის ტრიალი”, – წერს გეგეჭკორი.