ბელორუსის ტერიტორიიდან 20-მდე ვერტმფრენი აფრინდა. ისინი კიევისკენ მიემართებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბელორუსები იუწყებიან, რომ ბოლო 10 წუთის განმავლობაში კიევში 20-მდე ვერტმფრენი გაფრინდა ბელორუსის ტერიტორიიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამ ეტაპზე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის შვეულმფრენია და რამდენი ჯარისკაცია მათზე, უცნობია.