ეს არის ივაიშვილის ბოლო ჟამი, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათი კანონპროექტის მიხედვით შესაძლოა “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიტრაცია გააუქმონ.
“ეს არის ივაიშვილის ბოლო ჟამი. პანიკის უკიდურესი ფორმა. სიმხდალის და ისტერიკის გამოხატულება. ბევრ ქვეყანაში გვინახავს დიქტატორები, როდესაც ემხობიან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მათ სცადეს ყველაფერი, ჩემზე აღძრეს თითიდან გამოწოვილი სისხლის სამართლის საქმეები, მაიძულეს, რომ ვერ ჩამოვიდე ქვეყანაში. დააპატიმრეს ბევრი სხვა ლიდერი, აწარმოეს უსაზიზღრესი რუსული პროპაგანდა.
რაც უნდა ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის არ გვეშინია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.