ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 12 დიპლომატი გაეროში, პერსონა “ნონ გრატად” გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 7 მარტამდე მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო Russian Today გაეროში რუსთის ელჩის, ვასილი ნებეზნიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ახლახანს მივიღე ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროში რუსული მისიასთან მიმართებით კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი გადადგა. ამერიკლები 12 რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ” – ამბობს ნებეზნია.