“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი” – ასე უპასუხა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.
“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ უზის. მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ ვიცი, მე არ მესმის”,- თქვა ბაჩო ახალაიამ.
ცნობისთვის, ახალაიამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.