“ვითიბი” ბანკის მომხმარებლებს სრულ პაკეტზე წვდომა შეეზღუდათ. მეორე დღეა არ ხერხდება ბანკიდან გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.
მისაღებში “ვითიბი” ბანკის საკუთარ მომხმარებლებთან თანამშრომლები განმარტებებს აკეთებენ, რომ “ვითიბი” ბანკში მათ შეუძლიათ ბანკომატიდან ბარათით ისარგებლონ და ანგარიშზე არსებული თანხა გაიტანონ. სხვა სახის ოპერაციები ამ წუთისთვის შეწყვეტილია.
ბანკში ვერ პასუხობენ, თუ როდის განაახლებენ სრულ ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ სანქციებით, რომელიც ” ვითიბი” ბანკს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობამ დაადო.