“მითი “რუსეთის უძლეველობისა” უნდა გაქარწყლდეს…რუსეთი ოკუპანტია!”-ირმა გორდელაძე

ეს დღეები ყველა “ექსპერტი” გამხდარა სტატუსებით.
კლავიატურაზე ბეჭდვა იოლია.
ფაქტია- შიშია, დაძაბულობა, დაბნეულობა.
დარწმუნებული ვარ არავის სურს ომი, სისხლი და ნგრევა.
მითი “რისეთის უძლეველობისა” უნდა გაქარწყლდეს.
მსოფლიო დაეხმარება უკრაინას დღეს რომ ხვალ სხვა ქვეყანას იგივე უბედურება არ ჰქონდეს.
საქართველომ იცის რუსული ჩექმის გემოც და აგრესიაც, წართმეული მიწები, მცოცავი ანექსია, ანწუხელიძის წამებაც…
“კართაგენი უნდა დაინგრეს”!
ერთობით, გონიერებით, ურთიერთშემწეობით.
ბოლო იმპერია უნდა დაეცეს!
არა ომს!
“დათვმა თუ მოგერიოს, ბაბია დაუძახეო”- ეს გაუმართლებელია.
ჩვენი წილი საქმით, შემწეობით და მშვიდობის სიყვარულით დავამტკიცოთ მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოსა და მსოფლიოს წინაშე.
რუსეთი უკუპანტია!
დღეს კიდევ არაადეკვატურ, მშიშარა და კლავიატურის თაგვებს ვშლი.
წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო”-ს დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share