დღეიდან, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სახლშიც შეეძლებათ

დღეიდან ახალი ვებგვერდი Covtest.ge ამოქმედდა. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეები საკუთარი მონაცემებისა და მისამართის შეყვანის შემდეგ შეძლებენ კორონავირუსზე ტესტი სახლში გამოძახებით ჩაიტარონ.

ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესში დაგეხმარებათ.

სამედიცინო პერსონალი მისამართზე მაქსიმუმ ორ საათში მივა. მსგავსი მომსახურება ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს. შესაძლებელია, როგორც სწრაფი ტესტის, ისე PCR ტესტის ჩატარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share