„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ, “ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდულს უწოდებს.
მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება არასდროს უნდა მისცეს.
“ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევში, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავარი დავათმობინოთ, მიტომ ყურადღების სხვაგან გადატანა არასწორად მიმაჩნია. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრებას საქართველოში განცდა, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდ პრეცენდენტს მივიღებთ. მომავალ პოლიტიკოსთა თაობას ვუკლავთ არჩევნების სანდოობის შესახებ განცდას, რაც ძალიან სახიფათ, შესაძლოა, აღმოჩნდეს ქვეყნისთვის”,- განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წევრთა ნაწილი ახლა განსხვავებული რიტორიკით საუბრობს, რაც გასაკვირია.
“მე ძალიან მიკვირს, რამ გამოიწვია ოპოზიციის წევრთა ნაწილის პოზიციების ცვლილება. ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა, ვხედავთ, რა იარაღია ბიძინა ივანიშვილის ხელში, ეს არის ფული.
ვინც პარლამენტში შევა, ივანიშვილის მიერ არი მოსყიდული. ელისაშვილი ორი დღეა ამტკიცებს, რომ მას ფული არ აუღია, მან ამის მტკიცება დაიწყო მაშინ, როცა მისთვის ეს ბრალდება არავის ჰქონდა წაყენებული. ახლა ძალიან გათხელებული ამტკიცებს ერთადერთ რამეს, რომ თურმე ვერ გაუბედავენ ფულის ხსენებასაც კი, ეტყობა, არ უხსენეს და ფული ისე შესთავაზეს”,- განაცხადა ბობოხიძემ.