Anonymous-ის ჰაკერების ჯგუფმა “როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხა. ამის შესახებ განცხადება ჰაკერების დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აღარ აკონტროლებს საკუთარ ჯაშუშურ თანამგზავრებს.
მანამდე Anonymous-მა რუსეთის მთავარი დეპარტამენტების ოფიციალური ვებგვერდები გატეხა, მათ შორის კრემლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საიტები.