უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – 5 840-ზე მეტი;
- ტანკი – 211
- ჯავშანტექნიკა – 862
- საარტილერიო სისტემა – 85
- სარაკეტო სისტემა – 40
- საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 9
- თვითმფრინავები – 30
- ვერტმფრენი – 31
- საავტომობილო ტექნიკა – 355
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2
- საწვავის რეზერვუარი – 60
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3