დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო.
“კი ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რახან იყო, დაწესდა შეზღდვები და ჯერჯერობით ჩანს, რომ შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის”, — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ შედეგებამდე იმ წინა ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებმა და თავყრილობებმა მიგვიყვანა. იმნაძის განცხადებით, მიუხედავად ტეტსირების გაფართოებისა, შეზღუდვების დაწესების შემდეგ კორონავირუსის რაოდენობის ზრდა აღარ გვაქვს.
10 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 045.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: