“არ ტოვებენ რკინის არაფერს” – ოზურგეთში ეზოების გაქურდვა დაიწყეს

“ეზოს ბოლოში, ღობესთან რკინის მილი გვქონდა, გუშინ მივედი და აღარ იყო. მოიპარეს. ყველაფერს იპარავენ, არაფერს აღარ ტოვებენ, რისი ჯართში ჩაბარებაც შეიძლება. აღარ ვიცი ამ ხალხს რა ეშველება” – უყვება “გურიის მოამბეს” ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ირწმუნება, რომ ბოლო დროს ეს პრობლემა ბევრ ადგილობრივს აწუხებს.

გურიაში ბოლო დროს გახშირებულ ქურდობის ფაქტებს მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს. გაზრდილი უმუშევრობა და მინიმალური შემოსავლებია სწორედ იმის მიზეზიც, რომ ლანჩხუთში ბოლო თვეებში რამდენიმე საფლავიც კი გაიძარცვა, საიდანაც ალუმინის ღობეები და ჭიშკრები მიაქვთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share