ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები უკრაინაში ომის დანაშაულად ითვლება.
“ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან, იმ საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც ისინი იყენებენ უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე… ჩემი აზრით, [ეს] უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული”, – თქვა მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში.
ჯონსონის თქმით, პუტინმა “არასწორად გათვალა” როგორი იქნებოდა უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი.
“სუვერენულ ერზე მისი ამაზრზენი თავდასხმისას, მან შესაბამისად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ პუტინი უკან არ დაიხევს, არც ჩვენ უნდა დავიხიოთ. უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა ფინანსებით, იარაღით და ჰუმანიტარული დახმარებით. პუტინმა ვერ უნდა მიაღწიოს თავის გეგმას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში”, – თქვა მან.