ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაშინებს ივანიშვილი, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია – ნათელაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა facebook-გვერდზე დაწერა.

„ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესები. საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი გუგავა დღეს დაბარებული არიან მურუსიძის სასამართლოში.

ისინი დააკავეს ცესკო-სთან, როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით. ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაშინებს ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია“, – წერს ნათელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share